10:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 17:53:25, 462 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს შესაძლოა, ზაფხულში ეწვიოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი შესაძლოა, საქართველოს ზაფხულში ესტუმროს. პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ელისა სლოტკინმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
 
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას მიმდინარე წელს დაგეგმილი ორი საველე სწავლებაც ადასტურებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics