|
2024-05-31 12:30:36, 610 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად სატრანსფორმატორო ქვესადგური განადგურდა
რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად კიევის ერთ-ერთ რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგური განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანიაზე - DTEK დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, კიევის ზოგიერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „რაკეტის ნამსხვრევებმა დღეს დილით ელექტროქსელები დააზიანა და მთლიანად გაანადგურა სატრანსფორმატორო ქვესადგური დედაქალაქის გოლოშეევსკის რაიონში", - წერს მედია DTEK-ზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 08:10 საათზე კომპანიამ მოახერხა მოსახლეობის უმეტესობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე რჩება 10 კერძო სახლი და ერთი კომერციული ფართი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ პარასკევს ღამით, კიევზე განხორციელებული ყველა რაკეტა ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)