09:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 17:05:02, 615 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს

საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. ამის შესახებ Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროების განცხადებით, სავარაუდოა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას გამოაცხადებს. 

წყაროების ცნობით, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი - რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთში ვიზიტი 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე არის დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics