|
2016-02-13 17:50:20, 648 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურმა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა
შემოსავლების სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. „საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრი კონტროლი დააწესა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სამსახურებრივი ტრანსპორტის მძღოლების ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება სამსახურის რეპუტაციაზე, მეორე მხრივ კი საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო ქონებას. ამის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრად გააფრთხილა მძღოლები, რომ ავტოსატრასპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. ამასთან, შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, სპეციალური სანომრე ნიშნებით (RS… GE) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის შემჩნევის შემთხვევაში, აცნობონ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2 261160 ან 2 261119
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)