17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 13:36:26, 395 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ  საბაჟო გამშვები პუნქტი  ,,სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს  მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ, დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში),  რის გამოც, სრულად შეჩერებული იყო, სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარის ინიციატივით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის სგპ. ,,ბაგრატაშენის“მიმართულებით, დროებით შეთავაზებული იქნა ალტერნატიული, შემოვლითი საავტომობილო გზა, რათა მოხდეს მგზავრთა/ტვირთნაკადის დროული გატარება.

აქვე შეგახსენებთ, რომ კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ,,დებედამ“დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics