|
2016-02-13 09:31:13, 405 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებია და ამ კონტექსტში ორი მთავარი გამოწვევა სახელდება. „მიუნხენის კონფერენციაზე დილიდან დაიწყო სესიები და დიდი დრო ეთმობა მსოფლიოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი. როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)