|
2024-05-21 13:03:18, 419 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამია შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული. „ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში, მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე იყო განთავსებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სახელმწიფო ტყეში მოწყობულ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)