|
2024-05-21 11:30:24, 314 ნახვა
საზოგადოება
ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც შეუერთდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხელშეწყობის მნიშვნელობას, რაც ბუნებაში ფუტკრისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერთა სასიცოცხლო როლზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფუტკრის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით 20 მაისს ფუტკრის დაცვის დღე აღინიშნება. „2024 წელს, ფუტრკის დაცვის საერთაშორისო დღე ფოკუსირებულია თემაზე „ფუტკარი ახალგაზრდებთან ერთად“. ეს თემა ხაზს უსვამს ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობას მეფუტკრეობის კონსერვაციის მიმართულებთ. ღონისძიების ფარგლებში, ჩრდილოეთ კაროლინას სოფლის მეურნეობისა და მომსახურეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადგილობრივი მეფუტკრე-ფერმერებისთვის და სტუდენტებისთვის სემინარი გამართა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ხელოვნურ განაყოფიერებას, სანაშენე მეურნეობების შექმნას, მავნებელ-დაავადებათა მართვასა და საფუტკრე ინსპექტირების საკითხებს შეეხებოდა. მუხურის მეფუტკრტეობის ბაზაზე მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის მიერ მიღებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოფენა დაათვალიერეს და მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიღებულ თაფლის ნიმუშებს გაეცნენ. ღონისძიება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და მეფუტკრეთა გაერთინების ორგანიზებით გაიმართა. როგორც, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტები აღნიშნავენ, ფუტკრებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მწერთა დაცვა აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სასურსათო უსაფრთხოების, ეკოსისტემების აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წელსაც აქტიურად იღებს მონაწილეობას ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიაში. მუხურის ბაზაზე, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ბაზა აქტიურად არის ჩართული მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლებაში. ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით კი რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)