|
2024-05-20 14:51:33, 406 ნახვა
საზოგადოება
დავით ქაცარავამ სამედიცინო დაწესებულება დატოვა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ინგორყვას სახელობის სამედიცინო დაწესებულება დატოვა. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს საოკუპაციო ხაზსა და პროტესტს". "მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება და რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში. კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები. მხედველობის პრობლემაც მაქვს, ჯერჯერობით არ არის სრულად აღდგენილი", - განაცხადა დავით ქაცარავამ. შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას სპეცრაზმი 14 მაისს, პარლამენტთან ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)