|
2024-05-17 22:56:09, 420 ნახვა
საზოგადოება
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. "აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოჭრეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სისტემების განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწას და, აგრეთვე, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების პროცესის წარმატებას. ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება. პირველად ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა და მას თბილისმა უმასპინძლა. ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)