|
2024-05-16 17:32:46, 573 ნახვა
საზოგადოება
„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა. როგორც გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მასზე პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა. "საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო. პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში... კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ", - განაცხადა გრიგორიადისმა. შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსთაველზე, პარლამენტის წინ 14 მაისს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)