|
2024-05-16 12:13:04, 326 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო. "ასევე, ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის ასპექტებზე, გადაცემის პრევენციის გზებზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. როგორც, შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული. აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს სახელით, ცენტრის წარმომადგენლებს, ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით, საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)