08:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 09:49:45, 550 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. როგრც BBC იტყობინება, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პუტინს გრანდიოზული დახვედრის ცერმონია მოუწყო.

BBC წერს, რომ ცერემონია სპეციალური მუსიკალური არანჟირებით იყო გაფორმებული - ჩინელი მარშის ჯგუფი წითელი არმიის - ვალსის მსგავს საბჭოთა სიმღერას უკრავდა.

მედიასაშუალება ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც ჩინელი, ისე რუსი ბავშვები, რომლებმაც "ქორეოგრაფიული მხიარულება ატეხეს", როდესაც მათ გვერდზე ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა გაიარეს.

ცერემონიის შემდეგ, ლიდერების შეხვედრა და ერთობლივი განცხადებებია დაგეგმილი.

ცნობისთვის, ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო "არჩევნებში" გაიმარჯვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics