|
2024-05-13 14:51:33, 431 ნახვა
საზოგადოება
იაგო ხვიჩია - გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს
არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მიტინგები საჯაროდ უნდა იგეგმებოდეს და ხალხს უფლება ჰქონდეს, თავისი გმირები გაიცნოს. „არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს. ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. შეიძლება, აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე? შეიძლება, ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე? მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს. შეძილება, მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო? შეიძლება, არანაირი გეგმა არ გქონდეს? მე ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სი*ები? მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს, ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს. მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს, ვინაა ნორმალური და ვინ გამო*ლევებული. მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან რომ ნიჭი არ აქვთ, იდეა არ აქვთ, გამბედაობა არ აქვთ, რეპუტაცია არ გააჩნიათ და იმალებიან. მოკლედ, რომ ვთქვათ, სამწუხაროდ აქციას სი*ები მართავენ და სანამ მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება",- წერს ხვიჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)