23:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 14:46:55, 365 ნახვა

საზოგადოება
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა.

„ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი და საველოსიპედე ბილიკი. ხიდის ერთ მხარეს ასფალტის ქვედა ფენები დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა, რაც გამოყენებულია მშენებლობისას საქართველოშია წარმოებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამჟამად, ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. მონტაჟდება გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics