23:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 14:29:53, 345 ნახვა

საზოგადოება
მერია - მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.

„მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics