|
2024-04-25 14:05:46, 302 ნახვა
საზოგადოება
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა. კითხვაზე, რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალი დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, რომ სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, სახელმწიფოს და ინვესტორის ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა. „სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს. 2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორსმაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - ან ადგილმონაცვლეობასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა - ჩემი პოლიტიკური განცხადებები. 2011 წლიდან მე აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან მე აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა, ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)