09:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 13:21:47, 452 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს

სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებს მიღმა პრეტენზია არ აქვს.

„ვფიქრობ, რომ დელიმიტაციის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი გულწრფელობა, რადგანაც გავაკეთეთ შემდეგი: აღვნიშნეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგას ნაბიჯები, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში, კერძოდ, 4 სოფელში, სადაც ახლა ხალხი არ ცხოვრობს, მათი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი. ასევე ვაცხადებთ, რომ იმავე პროცესის შედეგად, სომხურ სოფლებში – ბაგანისში, ვოსკეპარში, კირანცში, ბერქაბერში, თანაბრად შესაძლებელი უნდა იყოს სტრესის გარეშე ცხოვრება, რათა ამ ადამიანებმა იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ეს სწორედ ის წერტილია, რომლის ირგვლივ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს უნდა შეეძლოთ სამშვიდობო თეორიული დღის წესრიგი კონკრეტულ მშვიდობიან რეალობად აქციონ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics