|
2024-04-22 14:35:26, 425 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - თბილისში სტადიონი აშენდება - ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე
გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის „სჩემპიონთა ლიგის" ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება, განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას",- თქვა კობახიძემ. მისი განცხადებით, საქართველო 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს. „აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლადაშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადო განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი",- განაცხადა კობახიძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)