|
2016-02-11 13:02:03, 371 ნახვა
პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი სერ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ირინე იმერლიშვილმა სერ გარი ჯონსონსონს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსი და რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სიტუაციური ოთახის მნიშვნელობა, რაც საქართველოს კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარება. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. სერ გარი ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოში უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)