|
2016-02-11 12:46:58, 530 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს
უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთთან” ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტიი", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ივან ბოლტენკოვმა განაცხადა, მას სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ხელი სხვა დარგობრივ შეთანხმებებსაც მოეწერენ. "ჩვენს ორ ქვეყანას შორის დაახლოების იმდენად ძლიერი ვექტორია, არამგონია, რომ ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხის მოგვარება პრობლემად იქცეს. უახლოეს მომავალში, ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რადგან ეს სურს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ივან ბოლტეკოვმა, რომელიც ამჟამად ცხინვალში "სამუშაო" ვიზიტით იმყოფება. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)