|
2024-04-15 17:36:21, 418 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ
თავს ნუ მოვიტყუებთ, პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის პარალელურად, ევროკავშირში იზრდება მისი მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემისტი პოლიტიკური „მეგობრების“ ანტიევროპული აქტივობები. „ჩვენ ახლა ვუახლოვდებით დროს, როდესაც უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ევროპა. უკრაინაზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი არ აფასებდა და არასწორად აღიქვამდა პუტინს, მის დაგეგმილ ქმედებებს. თავს ნუ მოვიტყუებთ: „პუტინის მეგობრებს“ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, დეზინტეგრაციის პროცესით. პუტინს სურს, თავის სასარგებლოდ გავლენა მოახდინოს ამ წელს დასავლეთის ყველა მომავალ გადაწყვეტილებაზე – ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, გერმანიის არჩევნებზე ზაფხულის ბოლოს და აშშ-ის არჩევნებზე ნოემბერში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)