|
2016-02-11 09:42:58, 400 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს. „ძალიან საჭირო ვიზიტი იყო. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფრომაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების მიმდინარეობის შესახებ და მართლაც და საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი. ჩვენ ასევე მივიტანეთ ის გზავნილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე გვქონდა დეტალური საუბარი როგორც ევროკავშირის პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან, კომისარ ჰანთან და ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები იყო ასევე კომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ასევე ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით კომისრებთან გვქონდა შეხვედრები. ერთი რამ შეიძლება ითქვას, ჩვენ დავტოვეთ შეხვედრები იმ განწყობით და ნამდვილად დავტოვეთ ის შეგრძება, რომ საქართველოში რეფორმები რომლებიც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ნამდვილად არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)