|
2016-02-10 18:42:06, 399 ნახვა
პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: ვწყვეტ გაფიცვას, ახლა ჩემი გაორმაგებული ძალები ტელევიზიას სჭირდება
ბაია გადაბაძემ სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს, - ამის შესახებ გადაბაძემ მედიას მას შემდეგ განუცხადა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრი საკითხის გადასაწყვეტად 30 დღიან ვადას აძლევს და ლევან გაჩეჩილაძეს გენერალურ დირექტორად ჯერ არ არეგისტრირებს. როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ის წყვეტს გაფიცვას, რადგან ახლა ძალები ტელევიზიისთვის სჭირდება და უფლებამოსილების შესრულებას ჯეროვნას შეუდგება. "მოვედი, რომ გავასაჩივრო გადაწყვეტილება, რომელიც არ დამიკმაყოფილა სასამართლომ, ანუ ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე ვასაჩივრებ კრების ოქმს, მაგრამ ეს დამიკმაყოფილა რეესტრმა. ახლა მე მივდივარ, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ ეს ყველაფერი ვაცნობო. ამასთან ერთად ვწყვეტ გაფიცვას, რადგან ახლა ჩემ გაორმაგებული ძალები სჭირდება ტელევიზიას და ვუდგები ჩემი უფლებამოლისების შესრულებას ჯეროვნად“, - განაცახადა "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ. შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძის წარმომადგენლები მიმართავენ საქალაქო სასამართლოს, რათა მოხდეს ბაია გადაბაძის სასამართლო განჩინების გამოთხოვა, რომ მოგვიანებით ადვოკატებმა მიმართონ საჯარო რეესტრს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)