|
2024-04-12 10:39:50, 423 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ ისრაელში თავის თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა შეუზღუდა
ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა ირანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩოს განცახდებით, დასაქმებულებს თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ფარგლებს გარეთ გასვლა ეზღუდებათ. „ირანის მუქარის გამო, რომ შურს იძიებდა დამასკოში მომხდარი თავდასხმისთვის, თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ისრაელში, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბერ-შევას ტერიტორიების გარეთ გასვლა შეზღუდულია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის 2 გენერალი იყო. ამის შემდგომ, ირანმა პირობა დადო, რომ მომხდარის გამო შურს იძიებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)