|
2024-04-12 10:20:08, 470 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - აშშ-მა ირანს აცნობა, რომ დამასკოს თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს აცნობა, რომ არ მონაწილეობდა სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ დამასკოს საჰაერო თავდასხმაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონმა გააფრთხილა ირანი, რომ არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების ესკალაციის საბაბად. „ჩვენ ვაცნობეთ ირანს, რომ აშშ-ს არ მიუღია მონაწილეობა დამასკოში მომხდარ თავდასხმაში და გავაფრთხილეთ ირანი, რომ არ გამოიყენოს ეს თავდასხმა რეგიონში შემდგომი ესკალაციის საბაბად ან აშშ-ის ობიექტებსა თუ პერსონალზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის 2 გენერალი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)