|
2024-04-11 15:46:39, 408 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპასუხო ღონისძიების სახით, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ავსტრიის საელჩოს თანამშრომელი, რომელსაც 18 აპრილის დღის ბოლომდე, რუსეთის ტერიტორიის დატოვება ევალება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ავსტრიის შესაბამისი „არამეგობრული ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ავსტრიული მხარის ინიციატივით კრიზისში შესულ ორმხრივ ურთიერთობას და სერიოზულ ზიანს აყენებს მას, რომელიც თავს ნეიტრალურ სახელმწიფოდ აცხადებს“. „ამით ჩვენი საპასუხო ზომები არ მთავრდება“, - აცხადებს რუსული მხარე. შეგახსენებთ, 13 მარტს, ავსტრიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი და მათ ქვეყნის ერთი კვირის განმავლობაში დატოვება უბრძანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)