|
2024-04-07 12:18:21, 470 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პიტერ პელეგრინიმ, პრემიერ ფიცოს მოკავშირემ და უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგემ
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის სპიკერმა და პარტია „ხმა - სოციალ-დემოკრატიის“ ლიდერმა პიტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა, იუწყება Reuters. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მისი გამარჯვება გააძლიერებს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ძალაუფლებას, რომელიც პრორუს პოლიტიკოსად ითვლება. პელეგრინი, ფიცოს მსგავსად, ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას. ირკვევა, რომ გამარჯვებულმა ხმების 53,26% მიიღო. პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატს ივან კორკოკს ამომრჩეველთა 46,73%-მა მისცა ხმა. სლოვაკეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება. ამასთან, პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს; ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციაში, თუ ოპოზიცია შეეცდება ფიცოს მთავრობის მიერ წამოყენებული კანონპროექტების სასამართლოში გასაჩივრებას. ფიცო ხელისუფლებაში ოქტომბერში მოვიდა და სისხლის სამართლისა და მედია რეფორმების ინიცირება მოახდინა. პრემიერ-მინისტრის კოალიციამ, რომელშიც შედის პარტია ხმა - სოციალ-დემოკრატია, უკრაინას იარაღის მიწოდება შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)