|
2024-04-05 16:48:54, 455 ნახვა
მსოფლიო
კუბერნატი - „უცხო ძალა“ ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად, როცა დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის
ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიციირებას გამოეხმაურა. როგორც კუბერნატმა აღნიშნა, კანონპროექტში სიტყვები "უცხო ძალა" მეგობრულად არ ჟღერს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის. "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში სიტყვები, "უცხო ძალა", ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის",- წერს კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე [ყოფილ Twitter-ზე]. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)