|
2024-04-05 16:43:44, 445 ნახვა
ეკონომიკა
„გაყიდვები პრაქტიკაში“ — „საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის ხელშეწყობას, მათთვის საჭირო რესურსების შექმნასა და მიწოდებას აგრძელებს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად ავითარებს და მხარს უჭერს ბიზნეს საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმა ბიზნესკურსია. ბიზნეს კურსი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საინტერესო თემებზეა ხელმისაწვდომია კურსები. პლატფორმაზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა და აქ 44 კურსია თავმოყრილი. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ახლახან ბიზნესკურსს ახალი კურსი - გაყიდვები პრაქტიკაში დაემატა. მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება და დაინტერესებულ პირებს მოლაპარაკების უნარების გასაუმჯობესებლად და პრაქტიკაში დასანერგად სასარგებლო რჩევებს უზიარებს. კურსი საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან უბრალოდ გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ბიზნესკურსი 7 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს, სადაც განხილულია გაყიდვებთან დაკავშირებული სტერეოტიპები და უნარები, კრიზისებთან გამკლავების ხერხები, ურთიერთობების შენება-მართვა და სხვა საკითხები. „საქართველოს ბანკი" ორიენტირებულია ბიზნესების მხარდაჭერაზე, განათლების ხელშეწყობაზე და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვიკვლევთ, რა სჭირდებათ მცირე და საშუალო ბიზნესებს იმისათვის, რომ გაძლიერდნენ და პროცესების ოპტიმიზაცია შეძლონ. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ვამატებთ ახალ კურსებს ბიზნესკურსის პლატფორმაზე. მოხარული ვართ, რომ, დარგის ექსპერტებთან ერთად, კურსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და თეორიული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი. კურსზე „გაყიდვები პრაქტიკაში“ რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს, სხვა კურსების სანახავად კი გადადით ბიზნესკურსის ვებგვერდზე.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)