|
2024-04-03 10:57:17, 514 ნახვა
მსოფლიო
WP - აშშ-მა რუსეთი Crocus City Hall-ზე თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
ტერორისტების მიერ მოსკოვის გარეუბანში სისხლიან თავდასხმამდე ორი კვირით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ Crocus City Hall თავდასხმის პოტენციური სამიზნე იყო,- ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ დაჯგუფებას, რომელიც ცნობილია როგორც „ისლამური სახელმწიფო-ხორასნის" - ISIS-K-ს სახელით, „ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება“, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, აღნიშნული უკრაინისთვის დაებრალებინა. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების მიერ გაზიარებული ინფორმაცია ზედმეტად ზოგადი იყო და არ გვაძლევდა საშუალებას, სრულად გამოგვევლინა ისინი, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საშინელი დანაშაული". შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა , რომლის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)