10:31 - 28 May, 2026
|
2024-04-03 09:53:06, 590 ნახვა
მსოფლიო
ტაივანში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]
ტაივანში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7,4 მაგნიტუდის სიმძალავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 07:58 საათზე მოხდა, ეპიცენტრი კი ტურისტულ ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით, დაახლოებით, 18 კილომეტრში იყო. ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ინფორმაციით, სულ მცირე, 26 შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ცნობისთვის, 1999 წელს, ტაივანში, ტაიპეის სამხრეთით 150 კილომეტრში, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 2 400 ადამიანი დაიღუპა და 10 000 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)