10:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 14:25:22, 674 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - პარიზი ელოდება, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს

პარიზი ელოდება, რომ პეკინი პარტნიორ მოსკოვს უკრაინის ომის საკითხზე მკაფიო გზავნილით მიმართავს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პეკინში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სეჟურნემ ასევე ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო შეშფოთება გამოთქვა.

„მინდა, გამოვხატო საფრანგეთის შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო და ირანის მიმართ ანალოგიური ბრალდებებისთვის. ეს ნიშნავს კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას. ფსონზე დევს უკრაინის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როგორც უკვე ვთქვი, ფსონზე ასევე დევს საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობა“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics