|
2024-04-01 10:10:50, 747 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - არჩევნები ჩვენი დემოკრატიის შესაფერისად დასრულდა
თურქეთის ადგილობრივი არჩევნები ჩვენი დემოკრატიის შესაფერისად დასრულდა,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, „31 მარტი არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია". „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა“,- განაცხადა მან. პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, როგორიც სურდა და როგორსაც იმედოვნებდა. შეგახსენებთ, ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ 37,32%-ით ლიდერობს, ხოლო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ, სახელწოდებით „სამართლიანობისა და განვითარების პარტია” ხმების 35,78% მოიპოვა. არჩევნები გუშინ, 31 მარტს ჩატარდა. ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელთათვისაც 206 845 საარჩევნო უბანი მუშაობდა. არჩევნებში სულ 34 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)