09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-30 12:06:10, 898 ნახვა

საზოგადოება
კლუბი KHIDI ჰომოფობიურ კანონპროეტზე - გვჯერა, ეს მავნებლური ინიციატივა განწირულია მარცხისთვის

კლუბი KHIDI ქართული ოცნების მიერ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" მოტივით დაანონსებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს ეხმაურება.

KHIDI წერს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული კანონპროექტი ინსტიტუციური ჰომოფობიის ნათელი გამოვლენაა და მსგავსი ინიციატივები განწირულია მარცხისთვის.

"ე.წ LGBTQI+ პროპაგანდის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და წარმოებული საკანონმდებლო ინიციატივა ინსტიტუციური ჰომოფობიის ნათელი გამოვლენაა. მაშინ, როდესაც LGBTQI+ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგინალიზებული ჯგუფის იზოლირებას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას და სახელმწიფოს მხრიდან LBTQI+ ჯგუფის უფლებების რეალურ აღიარებასა და ჯგუფის საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური ზომების მიღებას. გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის, რადგან ჩვენ ვართ ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად გაჩენილ კრიზისს, მუდმივად საკადრისად პასუხობს", - ნათქვამია განცხადებაში.

25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics