|
2024-03-29 15:57:08, 741 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩეხური წარმოების თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის სავარძლები აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულებზეა განთავსებული. ახალი სავარძლები დაემატა ჩამოფრენის დარბაზსაც. "მგზავრთა ნაკადის და რიგების კონტროლისთვის, 300 ერთეული პოლონური წარმოების მაგნიტური ტენსაბარიერი გაფრენის დარბაზში სარეგისტრაციო დახლებთან, ასევე გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზებში საპასპორტო კონტროლის ჯიხურებთან დამონტაჟდა. პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185, 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)