|
2024-03-29 14:24:44, 807 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ. როგორც CNN წერს, ამის შესახებ ბაიდენმა კამერების მიღმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა მოწოდება "ისრაელისთვის ღაზაში ომის შემდგომი გეგმებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ". „ახლა დეტალებს არ შევეხები. მაგრამ მე ვმუშაობ საუდელებთან და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან. ისინი მზად არიან პირველად, სრულად აღიარონ ისრაელი... ძალიან ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია ორივე მხარეს. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი საკვები და წამალი, ასევე მომარაგება პალესტინელებისთვის... ისრაელის არსებობა საფრთხეში რომ არის, არ უნდა დაგვავიწყდეს“,- თქვა ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)