|
2024-03-28 15:35:57, 847 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა" ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის 1 გამომძიებელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი გაუძღვა. "6-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულია პროკურატურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიან რეაგირებას ახორციელებენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)