|
2024-03-27 18:37:52, 847 ნახვა
საზოგადოება
„ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი“ - ილია მეორე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს
ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვის ტექსტშია ნათქვამი. პატრიარქმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს და გულშემატკივრებს გუშინდელი გამარჯვება მიულოცა. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ. მამაშვილური სიყვარულით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - ნათქვამია ილია მეორის მილოცვის ტექსტში. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)