|
2024-03-27 18:01:34, 941 ნახვა
საზოგადოება
ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა Z იქნება
"თიბისი", ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე “ონორეში” გაიმართება. დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე "თიბისი" ბიზნესისთვის ახალი თემით უბრუნდება - თაობა Z რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე? დისკუსიის მთავარი ფოკუსი თაობა Z იქნება. დღეს ორგანიზაციები და ბრენდები საინტერესო გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში და გარემოში უწევთ მუშაობა. როგორ შეიცვალა დრო? როგორ უნდა ვადაპტირდეთ ახალი რეალობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არ უნდა გავითვალისწინოთ. მითები და რეალობა თაობა Z-ის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : მედეა ტაბატაძე ინსორსის მმართველი დირექტორი, ბესო კაჭარავა - პოსტრედის დამფუძნებელი და გვანცა მურღვლიანი - "თიბისის" ადამიანური კაპიტალის მართვის ლიდერი. “ხუთშაბათის შეხვედრების” მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/MhypuaReC5EFNypu9
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)