11:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 17:13:56, 889 ნახვა

მსოფლიო
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ ერთ-ერთი დაშავებულის საავადმყოფოში დაღუპვის ინფორმაცია დაადასტურა.

"ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა მიხაილ მურაშკომ.

შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. 

ოფიციალური ვერსიით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics