|
2024-03-27 14:09:08, 638 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება
საქართველოს გამარჯვებათა ისტორია დაწყებულია და ეს ისტორია გრძელდება! - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. პაპუაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „არსებობს წუთები, რომელთა დროსაც სუნთქვა ჩერდება და ისმის მხოლოდ გულის ცემა და ჩუმი ხმაური, რომ ამ წუთის სიდიადე უფრო მეტად შეიგრძნოს. 26 მარტს დინამო არენაზე დადგა მომენტი, როცა საქართველოს გულმა სუნთქვა შეიკრა რაღაც აღმატებულის, სანუკვარის და დიდებულის მოლოდინში და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა! ახდა თაობების ოცნება, ასრულდა მიზანი, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)