|
2024-03-22 16:35:59, 728 ნახვა
საზოგადოება
მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე მე-5 საარტილერიო ბრიგადა გავიდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ; დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც, რომელთაც საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის, დასავლეთისა და განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდები მონაწილეობდნენ. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)