|
2024-03-22 14:46:47, 541 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ბაგების დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო
ვაკის რაიონში, კერძოდ, ბაგების დასახლებაში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების შედეგებს, დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედელი ამ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მოაწყო. „გზის აღნიშნული მონაკვეთი იყო მეწყრული, იშლებოდა და ავტომობილების გადაადგილება სახიფათო იყო. შესაბამისად, განვახორციელეთ ეს პროექტი, მოეწყო დაახლოებით, 100 მეტრის სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რათა აღნიშნული გზა დაიჭიროს. პროექტი უკვე დასრულებულია, გზის ეს მონაკვეთი სრულად უსაფრთხოა და ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. იყო გარკვეული პრობლემები პროექტის განხორციელების დროს, თუმცა დღეს ყველაფერი დასრულებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში დამონტაჟდება განათების ბოძებიც და მოაჯირები. ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)