|
2024-03-13 17:12:31, 2104 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ მიმდინარეობს
მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ სახმელეთო და საზღვაო სწავლების კომპონენტებით მიმდინარეობს. ქართველმა და უცხოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საზღვაო სწავლება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოკავშირე ძალებმა შავ ზღვაში კონტრაბანდული ტვირთის გადამზიდი გემის შეჩერების, რეიდის, ჩხრეკის, მძევლის გათავისუფლების, ეკიპაჟის დაკავებისა და ტვირთის ამოღების ოპერაციები განახორციელეს. "სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გადიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)