13:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 14:21:54, 531 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, რამილ უსუბოვთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics