|
2024-03-06 15:54:12, 895 ნახვა
საზოგადოება
SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა
SOLO ქართველი არტისტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბირების ხელშეწყობისთვის კი ბრენდი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ამ მიზნით, SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. პარიზის მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღალი მოდის ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც ფართო საზოგადოებას მოდის დიზაინერებისა და წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს აცნობს. ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს მოდის დედაქალაქში მოდის ენთუზიასტებს, კრიტიკოსებს, ბაიერებს, დამწყებ და გამოცდილ დიზაინერებს უყრის თავს. წელს პარიზის მოდის კვირეული 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში კი საერთაშორისო ბრენდებთან ერთად მონაწილეობას ქართული ბრენდები, მათ შორის, SITUATIONIST-იც იღებდა. SITUATIONIST-ი ქართველი თვითნასწავლი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის მიერ 2017 წელს დაფუძნებული ბრენდია, რომელსაც ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი იდენტობა და ღირებულებები გამოარჩევს. ბრენდის იდენტობა ქართულ ტრადიციულ მოტივებსა და თანამედროვე ხედვის სინთეზს ეფუძნება; მისი ღირებულება კი ისეთი სამოსისა და აქსესუარების შექმნაა, რომლებიც დროს უძლებს. ბრენდის მიერ შექმნილი თითოეული მოდელი უნიკალურია, რადგან ისინი SITUATIONIST-ის ატელიეში მზადდება, მათზე კი მკერავები ყოველთვის ტოვებენ საკუთარ ხელწერას. ამასთან, ბრენდი უარს ამბობს მასობრივ წარმოებაზე. შესაბამისად, თითოეულ მოდის ნიმუშზე დახარჯული დრო, ენერგია და ძალისხმევა მათ ხარისხს განაპირობებს. ეს ყველაფერი არ არის. SITUATIONIST-ი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნივთი კიდევ უფრო მეტად უნიკალური გახადონ - საკუთარი ხელწერა დატოვონ შერჩეულ ნივთზე და ის მოდის უნიკალურ ნიმუშად აქციონ - თავად შეარჩიონ მასალა თუ ფერი. SITUATIONIST-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადობასთან ერთად გარემოზე ზრუნვაცაა. ბრენდი მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებას. ამისათვის კი სამოსისა და აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალას ზუსტი რაოდენობით უკვეთავს. ასევე, მომხმარებელს ტყავისგან დამზადებული ნივთების ვეგანურ ალტერნატივასაც სთავაზობს. წელს პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-მა 2024-25 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომელიც ქართული ტრადიციული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზს ახდენს. მოდელების შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული ქსოვის ტექნიკა და კომპლექსური დეტალები კი ქვეყნის მრავალფეროვანი ესთეტური მემკვიდრეობის ფართო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას განაპირობებს. ამასთან, ქართული ნარატივები კარგად ჩანს კოლექციის წარსადგენ ფოტოსესიაზე, რომელიც საქართველოს ბუნებისა და ისტორიული არქიტექტურის ფონზე წარიმართა. წელს პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-ის სპონსორები იყვნენ SOLO და Visa.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)