|
2024-03-06 11:59:12, 1142 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ნაწილი გასაღების მიზნით თბილისის ზღვის მიმდებარედ, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსა, ხოლო ნაწილი, ასევე გასაღების მიზნით, თბილისიდან რუსთავში გადაზიდა. "ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულისგან სარეალიზაციოდ გამზადებული 60 და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული 10, ჯამში 70 შეფუთვად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებები - ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი ამოიღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)