17:10 - 24 May, 2026
|
2024-02-21 14:55:49, 1445 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - უკრაინამ რუსების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 60-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. როგორც BBC წერს, შემთხვევა დონეცკის ოლქის ვოლნოვახას რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მოხდა. მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 2 სარაკეტო იერიში, სავარაუდოდ, HIMARS MLRS-დან 20 თებერვალს განახორციელეს. "საწვრთნელ ბაზაზე 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები იმყოფებოდნენ და რუსეთის 29-ე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ვიზიტს ელოდებოდნენ",- წერს BBC. მომხდართან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)