|
2024-02-20 23:56:29, 1396 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით
აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. როგორც კულება აღნიშნავს, უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი შეიქმნა და ავდეევკაში მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. „ხალხმა უნდა გაიგოს ერთი მარტივი რამ. კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის შემდეგ დრო სჭირდება მასალების ფრონტზე გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები თმობენ სიცოცხლეს, ცხოვრობენ ფრონტის ხაზზე, იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქი ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)